ღონისძიება-
პროექტი: ,,ბავშვები და მშობლები“
თემის ავტორი
|
|
სახელი და გვარი
|
ეკა სახურია
|
რაიონი
|
სამეგრელო-ზემო სვანეთი
|
სკოლა
|
ლესიჭინეს თემის N3 საჯარო სკოლა
|
ქალაქი
|
ჩხოროწყუ,
ლესიჭინე
|
სოციალური დონე/კლასი
|
|
მე-5 კლასი
|
|
თემის მონახაზი
|
|
თემის დასახელება - ,,ბავშვები და
მშობლები“
|
|
პროექტ-ღონისძიების
აქტუალობის დასაბუთება
|
|
მე-5 კლასში
დაფიქსირდა პრობლემა მოსწავლეთა
მოტივაციის დაქვეითება ,.მოსწავლეებმა სოციალურ ქსელში ნახეს სტატუსი ,,ბავშვები და მშობლები“, რაც კლასში
განხილვის თემა გახდა.
მოსწავლეთა მოტივირების გაუმჯობესებისათვის
დაწყებითი საფეხურის მე-5 კლასში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მშობელთა ჩართულობა
შვილების სასკოლო ცხოვრებაში. მისი აქტუალობა განაპირობა მშობლების ნაკლებმა
მონაწილეობამ შვილების სასკოლო საქმიანობაში.
|
|
პროექტის მიზანი
|
|
ქვეყნის ინტერესების, ტრადიციებისა და ღირებულებების
მიმართ საკუთარი პასუხისმგებლობის
გააზრება.
·
სასკოლო
განათლებამ უნდა განუვითაროს მოზარდს მოტივაცია და უზრუნველყოს მისი
მაღალი ჩართულობა საგაკვეთილო, პროცესში სასკოლო ცხოვრებაში. რათა მისცეს მას
სასიკეთო გადაწყვეტილებათა მიღებისა და აქტიური მოქმედების შესაძლებლობა.--
·
მოსწავლეს განუვითაროს პრობლემის არსში სწორად
წვდომის, დამოუკიდებელი აზროვნებისა და
დამოუკიდებელი მსჯელობის, ჯგუფში მუშაობისა და ახალი პროდუქტის შექმნის
უნარ-ჩვევები.
|
|
განხორციელების დროის ჩარჩო
|
|
01-05,-
01-06 2018 (30 სამუშაო დღე)
|
|
ამოცანები და განხორციელების გზები
|
|
პრობლემის სწორად გაგებისა
და გააზრების მიზნით ჩავატარებ შემდეგი
სახის გამოკითხვებს:
1.თქვენი აზრით
რამდენად მნიშვნელოვანია მშობლების როლი მოსწავლის მოტივაციის ამაღლებისთვის’?
2. რამდენად
ერთვება თქვენი მშობელი თქვენს სასწავლო პროცესებში?
3. თქვენი
აზრით რატომ იწვევს მოტივაციის გაზრდას მშობლის ჩართულობა შვილის სასწავლო
პროცესებში?
4. როგორ
შეიძლება გადაიჭრას პრობლემა ?
მოსწავლეები და
მშობლები ჩართვებიან ერთობლივი
ღონისძიების მომზადების პროცესში.
ღონისძიება
ითვალისწინებს,- ორი ჯგუფი: ბავშვებისა
და მშობლების გუნდები
მუშაობენ თემაზე ,,გაიცანი
უკეთ“
მშობლების
გუნდი მუშაობს ბავშვების გუნდისგან დამოუკიდებლად, ამზადებენ საინტერესო ნომრებს
ღონისძიებაზე წარსადგენად. ასევე, მოსწავლეების გუნდი მუშაობს ნომრებზე
ღონისძიებისთვის.
მასწავლებლის ჩართულობა,- უზრუნველყოს
მონაწილე მხარეთა მაქსიმალური მშვიდი და ხელსაყრელი გარემო მუშობისთვის. გუნდის წევრები მუშაობენ
ანკეტის შევსებაზე ერთმანეთისგან დამოუკიდებლად, ( თითქმის ერთი და იგივე
დატვირთვის შეკითხვები, მაგ.: რომელი საგანი გიყვარს ყველაზე მეტად (შეკითხვა
ბავშვს) , რომელი საგანი უყვარს თქვენს
შვილს (შეკითხვა მშობელს) ისეა
შედგენილი რომ ითვალისწინებს დიაგნოსტირებას რამდენად კარგად იცნობს მშობელი საკუთარ
შვილის შინაგან სამყაროს, მისწრაფებებს და პრობლემებს და პირიქით რამდენად ახლოს
არიან ბავშვები თავიანთ მშობლებთან)
|
|
hმოსალოდნელი
შედეგი
|
|
მოსწავლეები და მშობლები გაიაზრებენ პრობლემის არსს, უკეთ ჩასწვდებიან
ერთმანეთის შინაგან სამყაროს.
გაიაზრებენ რამდენად მნიშვნელოვანია მშობლის ჩართულობა შვილის სასკოლო და ზოგადად ცხოვრების სხვადასხვა სფეროში.
მოსწავლეები
განივითარებენ ჯგუფური მუშაობის.
თანამშრომლობით უნარებს, იმუშავებენ პროდუქტის შექმნაზე რაც წარმოდგენილი იქნება
ღონისძიების სახით. აუმაღლდებათ მოტივაცია, და გაიზრდება მათი საგაკვეთილო
პროცესებში ჩართულობის ხარისხი.
|
|
პროექტში
მონაწილეთა გამოცდილება
|
|
დაწყებითი საფეხურის 1- 4 კლასებში მშობლები აქტიურად ჩართულები იყვნენ
შვილების სასკოლო ცხოვრებაში.
|
|
აქტივობის
შესაბამისობა მიზანთან
|
|
მოსწავლეებში ჩავატარე გამოკითხვები
1.თქვენი აზრით
რამდენად მნიშვნელოვანია მშობლების როლი მოსწავლის მოტივაციის ამაღლებისთვის’?
2. რამდენად
ერთვება თქვენი მშობელი თქვენს სასწავლო პროცესებში?
3. თქვენი
აზრით რატომ იწვევს მოტივაციის გაზრდას მშობლის ჩართულობა შვილის სასწავლო
პროცესებში?
4. როგორ
შეიძლება გადაიჭრას პრობლემა ?
პრობლემის გააზრებას უწყობს
ხელს.
|
|
მონაწილეთა
ჩართულობა იდეის განვითარებაში
|
|
მოსწავლეებმა
გამოკითხვების საფუძველზე აწარმოეს ,,ჩანაწერების რვეული“. სადაც გამოიკვეთა რომ
მოსწავლეთა უმრავლესობის სასკოლო ცხოვრებაში 1-4 კლასებთან შედარებით მშობელთა
ჩართულობამ მე-5 კლასში საგრძნობლად იკლო რამაც ხელი შეუწყო მოსწავლეთა
დემოტივაციას.
|
|
პროექტის
განხორციელების რისკი და შესაძლო ხარვეზი
|
|
მშობელთა
მხრიდან დროის დეფიციტი ღონისძიების მომზადების პერიოდში. რამაც შესაძლებელია
გამოიწვიოს ჩართულობის ხარისხის დაწევა.
|
|
მონიტორინგი და
შეფასება
|
|
მოსწავლეებმა
,,ჩანაწერების რვეული“ ერთმანეთს
შეადარეს, რის საფუძველზეც დაასკვნეს, რომ
მშობელთა ჩართულობა რომელიც იყო მაღალი
წინა კლასებში გარკვეულწილად განაპირობებდა მოსწავლეთა მოტივაციის დონეს.
მოსწავლეები და მშობლები ჯგუფური თანამშრომლობის საფუძველზე მიღწეულ შედეგებს შეაფასებენ, ასევე
განიხილავენ საკუთარ ნამუშევარს. ისაუბრებენ იმაზე, თუ კიდევ
რისი გაკეთება შეიძლება მიზნის
მისაღწევად?
|
ე. სახურია.
01-06- 2018 წ.
No comments:
Post a Comment