დანართები.
ფოკუს ჯგუფის კითხვები მოსწავლეებისათვის:
1.
რითი ხართ დაკავებული თავისუფალ დროს?
2.
რომელ თამაშებს ანიჭებთ უპირატესობას?
3.
როგორია თქვენი დამოკიდებულება სწავლისადმი?
4.
რომელი საგანი არის თქვენთვის ყველაზე მეტად
საინტერესო?
5.
რა არის თქვენი ჰობი?
6.
რამდენად საინტერესოა თქვენთვის რუსული
ენის შესწავლა?
7.
როგორი გაკვეთილი იქნებოდა თქვენთვის საინტერესო
და სახალისო?
8.
რა თემები გაზრდის თქვენს მოტივაციას სწავლისადმი?
9.
როგორი აქტივობები იქნებოდა თქვენთვის სახალისო
რუსული ენის შესწავლისას?
10.რა ტიპის აქტივობები გაზრდიდა
თქვენს აქტიურობის მაჩვენებელს და მოტივაციას რუსული ენის გაკვეთილზე?
ფოკუს ჯგუფის კითხვები მშობლებისთვის:
1.
რამდენად მნიშვნელოვანია თქვენთვის თქვენი
შვილის სასკოლო ცხოვრებაში მონაწილეობა?
2.
თქვენი აზრით რამდენად მნიშვნელოვანია მოსწავლის
მოტივაცია შესასწავლი მასალის გაგებისა და გააზრებისთვის?
3.
რამდენ დროს ანდომებს თქვენი შვილი საშინაო
დავალების შესრულებას?
4.
რა ტიპის სირთულეებს აწყდება თქვენი შვილი
სწავლის დროს?
5.
რამდენ დროს უთმობთ შვილის სასწავლო პროცესებში
მონაწილეობას?
6.
რომელი საგანი მოსწონს ყველაზე მეტად თქვენს
შვილს და თქვენი აზრით რატომ?
7.
თქვენი აზრით, რამდენად გადამწყვეტი მნიშვნელობა
ეკისრება მშობლის ჩართულობას შვილის სასწავლო პროცესებში, მის სწავლის მაჩვენებელზე?
8.
თქვენი აზრით, რამდენად მოტივირებულია თქვენი
შვილი სწავლისადმი და რატომ?
9.
მოგმართავთ თუ არა შვილი სწავლაში პრობლემების
დროს ან სხვა სასწავლო პროცესებში დასახმარებლად?
10. თქვენი აზრით ,რამდენად წარმატებულია თქვენი შვილი სწავლაში და რა განაპირობებს
ამას?
11. თქვენი აზრით რა გაზრდიდა თქვენი შვილების მოტივაციის დონეს რუსული ენის გაკვეთილზე?
კითხვები მოსწავლეებისთვის:
1.
სწავლობთ
თუ არა რუსულ ენას ხალისით?
● ხალისით ვსწავლობ, მეადვილება
● მიჭირს
● ნაკლებად მაინტერესებს
● შესასწავლ თემას გააჩნია
2. როდის იქნება თქვენთვის რუსული ენის გაკვეთილი საინტერესო?
რუსული ენის გაკვეთილი საინტერესო და სახალისო გახდება თუ მასწავლებელი ხშირად
გამოიყენებს:
● ი. ს. ტ. ტექნოლოგიებს .
● სიმულაციურ თამაშებს.
● გაკვეთილი ჩატარდება სიმღერის გამოყენებით.
3.
რამდენ
დროს ანდომებთ საშინაო დავალების შესრულებას?
საშინაო დავალების შესრულებას ვანდომებ
● ნახევარ საათს
● 1 საათს,
● 2 საათს.
● ძალიან დიდ დროს
4.
საშინაო
დავალების შესრულების ან სწავლაში პრობლემების დროს ვის მიმართავთ დასახმარებლად ?
● მასწავლებელს.
● მშობელს.
● თანაკლასელს ან სხვა ახლობელს
5.
ტესტები
, რომლებიც სახელმძღვანელოშია მოცემული საინტერესოა და
● მომწონს.
● ჩემს ინტერესებს არ შეესაბამება.
● ნაწილობრივ შეესაბამება.
● უკეთესი იქნებოდა უფრო მრავალფეროვანი ყოფილიყო.
6.
ჯგუფური
მუშაობის დროს
● ინტერესით ვერთვები და ვეხმარები თანატოლს:
● ნაწილობრივ ვეხმარები
● სხვა მეხმარება
● არც ერთი
7.
რამდენად
გასაგებია თქვენთვის გრამატიკული კონსტრუქციები და ლექსიკა?
● გასაგებია ,საინტერესო და სახალისოა
● ხშირად გვხვდება რთული კონსტრუქციები და გვიძნელდება
● ძალიან რთულია.
ჩაღრმავებული ინტერვიუს მეთოდით გაირკვა, რომ ის მოსწავლეები რომლებსაც რუსულის სწავლა ეზარებათ,
არ აქვთ მოტივაცია, არ სურთ დაძაბვა სწავლის დროს ჩამორჩნენ სასწავლო პროცესს, უჭირთ
დაეწიონ და თანდათან მოტივაცია უფრო ეკარგებათ, აცნობიერებენ მდგომარეობას,
-კითხვაზე: ,, როგორი გაკვეთილი იქნებოდა
თქვენთვის საინტერესო?“
მოსწავლეებმა აღნიშნეს რომ მათთვის საინტერესო იქნებოდა ფილმების, მულტფილმების ყურება და გარჩევა .
No comments:
Post a Comment