მოსწავლეთა დაკვირვებამ
და ჩემი პრაქტიკის ანალიზმა , მაჩვენა რომ დაწყებითი საფეხურის მე-5 კლასში რუსული ენის გაკვეთილზე სერიოზული პრობლემა იყო
მოსწავლეთა მოტივაციის დაქვეითება. გადავწყვიტე გამომეკვლია ამ პრობლემის გამომწვევი
მიზეზები და მეძებნა მისი გადაჭრის გზები . პედაგოგიური პრაქტიკის კვლევის ფარგლებში გამოვიყენე ფოკუსირებული დაკვირვება, ფოკუს ჯგუფი მშობლებთან და მოსწავლეებთან, ღია და
დახურული ანკეტირება და სხვა მეთოდები რის
შედეგადაც დავადგინე, რომ მოსწავლეთა მოტივაციის დაქვეითების ერთ-ერთი მიზეზი
მე-5 კლასში არის მშობელთა ჩართულობის დაქვეითება 1-4 კლასებთან შედარებით.
პრობლემის აღმოსაფხვრელად შევეცადე ჩამეტარებინა მშობლებისა და ბავშვების
ერთობლივი ღონისძიება-პროექტი ,,ბავშვები და მშობლები“. სადაც , მათი გუნდები შეეჯიბრებოდნენ ერთმანეთს. ღონისძიება- პროექტის მიზანი იყო დამედგინა
რამდენად იცნობს მშობელი შვილის შინაგან სამყაროს, მისი ინტერესების სფეროს, გატაცებებს,
პრობლემებს, რამდენად ახლოს არის შვილის სასკოლო ცხოვრებასთან და პირიქით, რამდენად
ახლოს არიან ბავშვები მშობლებთან. დამეინტერესებინა და მოტივაცია გამეზარდა მშობლებისთვის
აქტიურად ჩართულიყვნენ შვილების სასწავლო პროცესებში, რათა ამით მოსწავლეთა მოტივაციის
ხარისხი გამეზარდა. მოსწავლეთა გუნდი და მშობელთა გუნდი ცალ-ცალკე ემზადებოდნენ დასკვნითი
ღონისძიებისთვის. სადაც განივითარებდნენ შემოქმედებით, თანამშრომლობის უნარებს, აიმაღლებდნენ
მოტივაციას როგორც ბავშვები ისე მშობლები და მთთვის ნათელი იქნებოდა მშობელთა ჩართულობის
როლი და მნიშვნელობა ბავშვების სასკოლო ცხოვრებაში, მოსწავლეთა მოტივაციის ასამაღლებლად.
ჩავატარე გამოკითხვები მშობლებთანაც
და მოსწავლეებთანაც. ღია და დახურული ანკეტირება. მოსწავლეებმა აწარმოეს ,,ჩანაწერების
რვეული .“
გამოიკვეთა რომ მოსწავლეთა უმრავლესობის მშობლები
1-4 კლასებთან შედარებით ნაკლებად ერთვებიან შვილების სასკოლო ცხოვრებაში, რამაც გამოიწვია
მოსწავლეთა მოტივაციის დონის დაქვეითება. მშობელთა გუნდის მონაწილეობით ღონისძიება-პროექტში
გაიზარდა მათი ინფორმირებულობის ხარისხი მშობელთა
მონაწილეობის მნიშვნელობაზე შვილების სასწავლო პროცესებში. ასევე, მათ გადააფასეს
საკუთარი შეხედულებები სასკოლო ჩართულობასთან დაკავშირებით. შედეგად მივიღეთ მშობლების
აქტიურობა , რამაც გაზარდა მოსწავლეთა მოტივაცია
. პროექტში ისევე როგორც კვლევაში მონაწილეობის სურვილი გამოთქვა და მის ყველა ეტაპზე
მშობელთან ერთად აქტიურად მონაწილეობდა სსსმ მოსწავლე , რომელიც არის კლასში.
მთელი პროექტ-ღონისძიების მომზადების პროცესი იყო ძალიან აქტიური, სახალისო
და საინტერესო, უპირველეს ყოვლისა იმიტომ რომ მოსწავლეები და მშობლები ჩართულები იყვნენ
მათთვის უჩვეულო და აქტივობაში. თვითონ გეგმავდნენ და წარმართავდნენ
პროცესს( მასწავლებელთან ერთდ), მათ ერთმანეთისგან დამოუკიდებლად გასცეს პასუხები
ერთსა და იმავე შეკითხვებზე რაც იძლეოდა იმის დიაგნოსტირების შესაძლებლობას თუ რამდენად
იცნობენ მშობლები თავიანთ შვილებს და პირიქით. ამ შეკითხვებზე პასუხების გაჟღერების
პროცესი დასკვნით ღონისძიებაზე განსაკუთრებულ ინტერესს აღძრავდა ორივე მონაწილე მხარეში
და მაყურებელშიც, რომელიც ძალიან მრავალფეროვანი იყო რადგან, მოწვეული იყვნენ მასწავლებლები,
სხვა კლასების მშობლები და საზოგადოების წარმომადგენლები.
დასკვნით ღონისძიებაზე ორივე გუნდმა წარმოადგინა წინასწარ მომზადებული ნომრები, რომელსაც
აფასებდა სპეციალური ჟიური. მოსწავლეთა შესრულებული ნომრები იყო ძირითადად რუსულ თემატიკაზე
რადგან, მოტივაციის ამაღლების პრობლემა სწორედ რუსული ენის გაკვეთილს ეხებოდა. ღონისძიება
დასრულდა ფრედ. ორივე გუნდის გამარჯვებით, რაც იყო ასევე ნიშანდობლივი ,რადგან, ამ პროცესებისგან სარგებელი
მიიღო ორივე მხარემ . კერძოდ მშობლებმა გადააფასეს საკუთარი შეხედულებები და გახდნენ
უფრო აქტიურები საკუთარი შვილების სასკოლო ცხოვრებაში, ხოლო ბავშვებს აუმაღლდათ მოტივაცია
რაც მოხდა მშობელთა ჩართულობის გაზრდასთან ერთად.
მაყურებელთა მხრიდან გამოითქვა ძალიან საინტერესო
მოსაზრებები ღონისძიება-პროექტის შესახებ, მის მნიშვნელობაზე არა მარტო მე-5 კლასის
მოსწავლეთათვის , არამედ ზოგადად ყველა კლასის მოსწავლეებისთვის. დასასრულს სიტყვით
გამომსვლელმა პედაგოგებმა დააფიქსირეს რომ ისურვებდნენ სხვა კლასის მშობლებისგანაც
მსგავს ჩართულობას და მსგავს პროექტ-ღონისძიებებს რომლებიც გაზრდიდა მოსწავლეთა მოტივაციას.
რაც საბოლოო ჯამში ხელს უწყობს ესგ-თი დასახული მიზნის მიღწევას, ასწევს მოსწავლეთა
აკადემიურობის მაჩვენებელს.
მიუხედავად იმისა რომ დასახულ მიზანს სრულად მივაღწიე, მშობელთა ჩართულობის
გაზრდით მოსწავლეთა მოტივაციის დონემ აიწია რაც
საგაკვეთილო პროცესებში მათი აქტიურობის მნიშვნელოვანი წინაპირობა იყო ,მიმაჩნია
რომ შესაძლებელი იყო უფრო მეტი საინტერესო აქტივობების დაგეგმვაც. ასევე, შესაძლებელი
იყო უფრო მეტი ყურადღება გამემახვილებინა სსსმ მოსწავლისათვის და მისთვისაც დამეგეგმა
განსაკუთრებული აქტივობები. რაც უფრო სრულყოფილს გახდიდა მთელს ამ პროცესს და მის შედეგსაც
უფრო ეფექტურს გახდიდა.
შევეცდები მომავალში მსგავსი ღონისძიებების დაგეგმვისას გავითვალისწინო მიღებული
გამოცდილება და შედეგი უფრო მაღალ ნიშნულზე
ავიყვანო.
ეკა სახურია .